ჰოლანდიური კომპანია მცენარის ორგანული ნივთიერებისგან ელექტროენერგიას ამზადებს

300-ზე მეტი LED განათების ელექტროენერგიით მომარაგება ჰოლანდიურმა კომპანია "Plant-e"-მ მცენარეების ენერგიის გამოყენებით შეძლო. ეს გახლდათ კომპანიის პირველი კომერციული ინსტალაციაა, თუმცა Plant-e მცენარეულ ენერგიაზე მომუშავე დამტენებსა და სახურავზე დასამონტაჟებელ ელექტროენერგიის გამოსამუშავებელ მოწყობილობებსაც ამზადებს.

კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მაროლეინ ჰელდერის აზრით, ელექტროენერგიის წარმოების ეს პრინციპი რევოლუციურ მიგნებას წარმოადგენს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მასშტაბურად გამოყენების არეალის გაფართოება. ამ გზით შესაძლებელი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ღარიბმა სოფლებმა და დასახლებებმა ენერგია მიიღონ დაჭაობებული ადგილებიდან ან თუნდაც ბრინჯის მინდვრებიდან.

როგორ ხდება ელექტროენერგიის მოპოვება:

ფოტოსინთეზის ხარჯზე, მცენარე გამოყოფს ორგანულ ნივთირებას. ამ ნივთირების ნახევარს ის ზრდისთვის იყენებს, ხოლო გამოუყენებელი ნივთიერება ფესვების მეშვეობით მიწაში ბრუნდება. ორგანული ნივთიერების მიწაში მოხვედრის შემდეგ, მათ სხვადასხვა მიკროორგანიზმები შთანთქავს. ამ პროცესში გამოთავისუფლდება ელექტრონები, რომელთა შემდგომი გამოყენება აღარ ხდება. კომპანიის განცხადებით, სწორედ ამ გამოთავისუფლებული ელექტრონებით შეიძლება დამატებითი ელექტროენერგიის წყაროს შექმნა.

როგორც კვლევებმა აჩვენა, ელექტროენერგიის წარმოება ხელს არ უშლის მცენარეთა ზრდას, ამიტომ სპეციალური მოწყობილობებით მცენარეებისგან ელექტროენერგიის წარმოება მომავალში უფროდაუფრო მასშტაბური გახდება.