ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" კარაოკე კონკურსს აცხადებს

ქართული ალტერნატიული ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" კარაოკე კონკურსს აცხადებს!

კონკურსი 23 აპრილს დაიწყო. გამარჯვებულები მიიღებენ პრიზებს კოკა-კოლისგან, ასევე თამაშდება ბილეთები ჯგუფის ახალი ალბომის საპრეზენტაციო კონცერტზე, რომელიც 16 მაისს ჩატარდება. 

წესები მარტივია: მსურველებმა უნდა ჩამოტვირთონ ჯგუფის ახალი სიმღერის "შენს ტუჩებზე" mp3 ვერსია ამ გვერდიდან, შეასრულონ და გადაიღონ ვიდეო მათთვის ხელმისაწვდომი კამერით, შესრულებული ვერსია კონკურსანტმა უნდა ატვირთოს YouTube-ზე, ვიდეოს ლინკი კი კონკურსის ორგანიზატორებს უნდა გაუგზავნოს მეილზე - gm@formulacreative.ge, ან დაპოსტოს "ჩემი ცოლის დაქალების" Facebook-ის ფეიჯზე.

მთავარი პრიზი: გამარჯვებული ვიდეოს ავტორი, რომელსაც "გამოუვალი მდგომარეობის" წევრები აარჩევენ, სიმღერას ბენდთან ერთად შეასრულებს კონცერტზე!

კონკურსი 10 გამარჯვებულს გამოავლენს, მათ შესახებ კონცერტამდე 3 დღით ადრე, 13 მაისს გახდება ცნობილი.

კარაოკეს ვიდეო ლინკი შეგიძლიათ იხილოთ აქ, ხოლო ვრცელი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ აქ.

წყარო: dakalebi.ge