Hubble Space ტელესკოპის 25 წლის იუბილეზე NASA მის მიერ გადაღებულ უნიკალურ ფოტოებს ავრცელებს

25 წლის წინ, 24 აპრილს NASA-მ კოსმოსში პირველი ტელესკოპი Hubble Space გაუშვა. ორნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი იმისთვის განხორციელდა, რომ მეცნიერებს კოსმოსის სტრუქტურათა სივრცეზე და მათ სკალაზე დაკვირვება უფრო გაადვილებოდათ.

ტელესკოპი აღჭურვილია კამერით, რომელიც იღებს სურათს სამნახევარი მილიარდი სინათლის წლის დაშორებით. 1990 წლის შემდეგ, მისი საშუალებით კი ერთნახევარი მილიონი კვლევა ჩატარდა.

მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგისა, ტელესკოპის ჩანაცვლება მისი გაუმჯობესებული ვერსიით, უახლოეს ხუთ წელიწადში იგეგმება. თუმცა Hubble Space ტელესკოპის იუბილის აღსანიშნავად, NASA მის მიერ გადაღებულ გამორჩეულად საინტერესო და უნიკალურ ფოტოებს აქვეყნებს.

სურათები ამტკიცებს, რომ კოსმოსი საოცარ სივრცეს წარმოადგენს, რომლის შესახებაც ტექნიკისა და მეცნიერების განვითარებასთან ერთად, უფროდაუფრო მეტს შევიტყობთ.