ამერიკის მთავრობამ საქართველოში გარემოს დაცვის საკითხების მოსაგვარებლად 5 მილიონი დოლარი გამოყო

სამთავრობო ორგანიზაციები USAID და ICMA საქართველოში ნარჩენების მართვის მიზნით ახალ, 5 მილიონიან პროექტს იწყებენ.

აღნიშნული ინვესტიციის მიზანი საზოგადოების განათლება, გადამუშავების ინდუსტრიის მხარდაჭერა, ძველი და უკანონო ნაგავსაყრელების დახურვა და სათბურის აირების შემცირებაა.

პროექტის შედეგად არსებული ნაგავსაყრელების რიცხვი 65-დან 10-მდე შემცირდება და გარემოში 25 ათასი ტონით ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყოფა. საქართველოს მოქალაქეები კი ეკოლოგიურად ჯანსაღ ქალაქებში შეძლებენ ცხოვრებას.