პოპულარული ბებო, რომელმაც ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო

თუ ფიქრობთ რომ ინსტაგრამის მოდელები მხოლოდ ახალგაზრდები შეიძლება იყვნენ, ბადი ვინკლი ამ აზრს მყისიერად შეგაცვლევინებთ.

89 წლის ხალისიანმა ვინკლიმ პოპულარობა თავისი მრავალფეროვანი ფოტოების გამოქვეყნებით მოიპოვა. კენტუკელი მოდის მოყვარულის მიზანია ყველას დაუმტკიცოს, რომ მხიარულება ასაკზე არაა დამოკიდებული. 

ვინკლის სოციალურ ქსელებზე ათი ათასობით ფოლოუერი ჰყავს. ინტერვიუებში ვინკლი ახალგაზრდებს ურჩევს არ მიაქციონ ყურადღება სხვების აზრებს, ჩაიცვან ის რაც მათ მოსწონთ, გაუშვან ნეგატიური ადამიანები ცხოვრებიდან და უყვარდეთ საკუთარი თავი ისეთები როგორებიც არიან. ეს სწორედ ისაა, რასაც თავად აკეთებს და ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს.

ვინკლი ახლახან Dimepiece-ის სახედაც იქცა და ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო.

ბადის მხიარულებაში არც მეგობრები ჩამორჩებიან