HMC-ის პროექტში გამარჯვებული 14 ქართველი მოსწავლე სწავლას ბრიტანეთში გააგრძელებს

HMC ბრიტანული სახელმწიფო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც 1991 წლიდან აფინანსებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმატებული მოსწავლეების სწავლებას გაერთიანებულ სამეფოში. პროექტი საქართველოში კომპანია „Unique Learning”-ის მხარდაჭერით მესამე წელია ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში 2015 წლის კონკურსის საფუძველზე 14 გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდა, რომლებიც სწავლას პრესტიჟულ ბრიტანულ სკოლებში გააგრძელებენ.

გამარჯვებული კანდიდატების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა.