კაშნეები მათთვის ვისაც სცივა

"Chase the Chill" სოციალურ მედიაში აღმოცენებული მოძრაობაა, რომლის ფარგლებშიც ადამიანები სხვადსხვა საზოგადოებრივ ადგილებში თბილ კაშნეებსა და პატარა წერილებს ტოვებენ. 

"მე არ დავკარგულვარ, ამიღე თუ გცივა." წერია ბარათებზე, რომელიც თან ერთვის ამ ნივთებს. 

კაშნეებს კიდებენ ხეებზე, ლამპიონებზე, საგზაო ნიშნებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. მოძრაობა 2010 წელს დაიყო პენსილვანიის შტატის ქალაქ ისტონში. 

სიუზენ ჰაქსლი ადგილობრივი მასწავლებელი და ბლოგერია, რომელმაც მეგობრებთან ერთად დაიწყო ეს უჩვეულო ქველმოქმედება. 

"მინდოდა უსახლკარო და გაჭირვებული ადამიანებისთვის მეტი გამეკეთებინა", აცხადებს ჰაქსლი. 

მისი წამოწყებული მოძრაობა უკვე მოედო ამერიკის სხვა ქალაქებსაც, ბოსტონს, დეტროიტს და სხვ. რამდენიმე დღის წინ დეტროიტის მცხოვრებლებმა თავისი ხელით ნაქსოვი ქუდები, კაშნეები და ხელთათმანები მთელს ქალაქში, სხვადასხვა ადგილებში ჩამოკიდეს და შესაბამისი წერილიც დაურთეს.