ლომის ბოკვერი, რომელსაც ცირკის მეპატრონე აშიმშილებდა გადარჩენილია

ოთხი თვის ლომის ბოკვერი, სახელად მანგუსი, ცირკის დასის წევრებს თხევადი საკვების დიეტაზე იმაზე ორი თვით დიდხანს ჰყავდათ ვიდრე ცხოველისთვის საჭირო იყო. ასეთი კვების რაციონით ბოკვერ ნელა იზრდებოდა, რაც ცირკის მეპატრონეებს საშუალებას აძლევდათ მანგუსი სელფებისთვის გაექირავებინათ. 

ბოკვერთან ერთი სელფის გადაღება 22$ ღირდა. 

ამ სისასტიკის გამო, მანგუსს სერიოზული პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობასთან, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დატანჯავს. მას არ შეუძლია მყარი საკვების მიღება და გადამუშავება. 

საბედნიეროდ ლომი ორგანიზაცია "Let's Adopt"-მა გადაარჩინა და ოპერაციისთვის საჭირო ხარჯებიც დაფარა.  

ცირკიდან მისი გამოხსნისა და მკურნალობის შემდეგ მანგუსმა წონაში ორჯერ მოიმატა და ახლა მას ქათმის ხორცის ჭამაც შეუძლია. 

ვეტერინარი ნელო ჩივერას თქმით, ბოკვერს მთელი ცხოვრების განმავლობაში მკაცრად კონტროლირებულ დიეტაზე მოუწევს ყოფნა, მყარი საკვები პატარა ნაჭრებად უნდა დაიჭრას და ისე მიეწოდოს, სხვა შემთხვევაში მისი ორგანიზმი საჭმლის გადამუშავებას ვერ შესძლებს. 

სამწუხაროდ, ანალოგიური ისტორიები ძალიან ბევრია. ლომებს, ვეფხვებსა და კატისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებს ხშირად იყენებენ ფოტოს გადასაღებ ატრაქციონად. მათ ხშირად სცემენ და უკეთებენ ტრანკვილიზატორებს, ხოლო სტუმრებს ეუბნებიან, რომ ცხოველები სპეციალურად ფოტოპოზიორობისთვის არიან მოთვინიერებულები. ბოკვერებს ხშირად აცლიან კბილებს და კლანჭებს, რათა სტუმრები არ დააზიანონ

მანგუსი ჯერ-ჯერობით ორგანიზაცია "Let's Adopt"-ის მეურვეობაში რჩება და მის სრულად გამოჯანმრთელებაზე სპეციალისტები ზრუნავენ.