უოლტ დისნეის ახალი რესტორანი მომხმარებლებს Amphicar-ით გასეირნებას სთავაზობს

ფლორიდის ქალაქ ორლანდის სანაპიროზე უოლტ დისნეის ახალგახსნილი რესტორანი სტუმრებს ზღაპრულ მომსახურებას სთავაზობს, საუბარია Amphicar-ზე, რომლის წარმოებაც 1961 წელს გერმანიაში დაიწყო და 1965 წლისთვის შექმნილი მისი ოთხი ათასი მოდელი ამერიკაში გაიყიდა.

მანქანის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი მიწასა და წყალზე ერთნაირად კომფორტულად გადაადგილდება. 

რესტორნიდან გამოსულ სამ მეგობარს Amphicar-ის კაპიტანი ბუენა-ვისტას ტბაში გასეირნებას სთავაზობს, ტური 20 წუთი გრძელდება და მისი ღირებულება $120-ია. ეს "მანქანა-ამფიბია" ყველა ნავზე უფრო სწრაფია. 

რესტორნის ადმინისტრაციის თქმით, Amphicar-ის ცხრა ორიგინალი მოდელი უკვე შეძენილია და სტუმრებს ელოდება.