90 წლის თანამშრომელს McDonald's-მა სიურპრიზი დაბადების დღე მოუწყო

ბილ დადლი უელსის მაკდონალდსის თანამშრომელია, რომელმაც საკუთარ დაბადების დღეზე კომპანიისგან სასიამოვნო სიურპრიზი მიიღო. ადგილობრივი ფილიალის უფროსის გადაწყვეტილებით, ერთგული თანამშრომლის 90 წლის აღსანიშნავი დაბადების დღე სწორედ მათ რესტორანში მოეწყო. წვეულებას როგორც ბილის ახლობლები და ნათესავები, ისე მაკდონალდსის ყველა სტუმარი ესწრებოდა. 

"ჩვენთვის ის გუნდის სამაგალითო წევრია. ამიტომ გვინდოდა ამ გზით მისთვის გვეჩვენებინა რამდენად კარგი ადამიანი და თანამშრომელია. მსგავს წვეულებებს რესტორანში ჩვენ არც თუ ისე ხშირად ვაწყობთ" - განაცხადა დადლის უფროსმა.

იუბილარი ბილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. პენსიაზე გასვლიდან რამდენიმე წელში, ის მიხვდა რომ სახლში ყოფნას ვერ შეძლებდა და სამსახურის ძებნა დაიწყო. 

"ჩემი მეუღლე ნებას არ მაძლევდა მასთან ერთად მომევლო ჩვენი ბაღისთვის, სახლშიც ბევრი საქმე აღარ იყო, ასე რომ სამსახურის ძებნა დავიწყე. მაკდონალდსში მოვხვდი და ეს გადაწყვეტილება არასდროს მინანია. აქ უკვე ცხრა წელია ვმუშაობ და ეს ადამიანები ჩემი ოჯახის წევრები გახდნენ. ცოლი ხანდახან "მოხუც მაკდონალდს" მეძახის, რაც ყველას ახალისებს" - ყვება 90 წლის ბილი