ავღანელი გოგონებისთვის აკრძალული ველოსიპედი სკეიტით ჩაანაცვლეს

Skateistan ავღანეთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ადგილობრივი ბავშვების, განსაკუთრებით კი გოგონების განვითარებას და სოციალურ აქტივობებში ჩართვას ემსახურება. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, ავღანელი გოგონებისთვის სკეიტის ტარება ესწავლებინათ.

ავღანეთში, გოგონების უმრავლესობას ველოსიპედის ტარება ეკრძალებათ, ორგანიზაციის მიზანი ბავშვების გართობის და ფიზიკური დატვირთვის ახალი წყარო პოვნა იყო.

Skateistan 2007 წელს ავსტრალიელმა სკეიტბორდისტმა ოლივერ პერკოვიჩმა შექმნა. აქცია ქაბულში არსებული არასამთავრობოს ოფისიდან დაიწყო და კამბოჯასა და სამხრეთ აფრიკაშიც გავრცელდა. 

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჯესიკა ფულფორდ-დაბსონმა გოგონებს სკეიტის მართვის სწავლების პროცესში ფოტოსესია მოუწყო, ფოტოებზე ჩანს ბავშვების აღტაცება და ახალი უნარ-ჩვევების აღმოჩენით გამოწვეული სიხარული.