ქართველი სტუდენტებისთვის ბიზნესის დაწყების ხელშესაწყობად ახალი პროგრამა შეიქმნა

Startup Nest არის არაკომერციული საგანმანათლებლო აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ბიზნესის დაწყების ხელშეწყობას. ეს წარმოადგენს სივრცეს, სადაც სტუდენტები საკუთარი კომპანიების შექმნას და განვითარებას შეძლებენ, მიიღებენ აღნიშნული პროცესის განხორციელებისათვის შესაბამის ცოდნას და კონსულტაციებს.  

აქსელერაციის პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკულ საკითხებზე რაც მნიშვნელოვნად განავითარებს ახალგაზრდების გამოცდილებას.

პროექტის მონაწილეებს წვდომა აქვთ 5 ათას ლარიან საპრიზო ფონდთან და ასევე ფონდთან, რომელიც მიზნად ისახავს სხვა სტარტაპების მხარდაჭერას.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. აპლიკანტებთან გასაუბრებები კი 4 მაისიდანაა დაგეგმილი