სერვისი, რომლის მეშვეობითაც კანონპროექტებზე ინფორმაციას მობილურ ტელეფონზე მივიღებთ

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. საიტზე Chemiparlamenti.ge დარეგისტრირებისას, ნებისმიერ მსურველს შეეძლება მიმდინარე კანონპროექტების შესახებ ინფორმაცია საკუთარ მობილურზე მიიღოს. ამ გზით ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ყოველგვარი მედიასაშუალებების გარეშე შეძლებს ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებას. 

ამავე საიტზე მომხმარებლებს, საშუალება აქვთ დეპუტატებს შეკითხვები დაუსვან და პასუხი უშუალოდ მათგან მიიღონ.