მადლიერმა ყოფილმა მოსწავლემ საყვარელ მასწავლებელს 10 ათასი დოლარი გაუგზავნა

სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, მამაკაცმა გადაწყვიტა საყვარელი მასწავლებლისთვის მადლობა სასიამოვნი გზით გადაეხადა. 40 წლიანი სამასწავლებლო კარიერის განმავლობაში მერლინ მეჩიემმა პირველად სამადლობელ წერილთან ერთად სოლიდური თანხის ჩეკი მიიღო.

წერილში კევინ პერსი მასწავლებელს მადლობას უხდიდა იმისათვის, რომ ათეული წლების წინ თვალსაწიერის გაფართოებაში დაეხმარა. ასწავლა სხვების პატივისცემა და სხვა პიროვნული ღირსებები ჩამოუყალიბა. წერილთან ერთად მადლიერმა მოსწავლემ მას 10 ათასი დოლარის ღირებულების ჩეკიც გაუგზავნა.

"წლების განმავლობაში ვცდილობდი ჩემი მასწავლებლის პოვნას. მას შემდეგ რაც საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე, აღმოჩნდა რომ მანაც შეიცალა სამუშაო ადგილი. ასე რომ ეს ნამდვილად დიდი ხნის სურვილი იყო. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მადლიერება გამომეხატა, ადამიანისთვის, რომელიც ყოველთვის მეუბნებოდა რომ ცხოვრებაში ბევრს მივაღწევდი და ჩემი სჯეროდა. ის ამას ნამდვილად იმსახურებს, თუმცა ვფიქრობ აქ მთავარი მაინც ემოციებია და არა თანხის რაოდენობა." - ამბობს კევინი.

გახარებული 63 წლის მასწავლებელი მადლიერია დაფასებული შრომისთვის და ფიქრობს რომ გულუხვი საჩუქრის მეშვეობით საოცნებო ადგილებს მოინახულებს შვედეთსა და ნორვეგიაში.

"აღსანიშნავია, რომ კევინის მაგალითი, წამახალისებელი აღმოჩნდა მრავალი სხვა სკოლადამთავრებული ადამიანებისთავის. მრავალი ფოტო და ამბავი მოდის რედაქციაში იმის შესახებ, რომ მადლიერმა მოსწავლეებმა სკოლის საყვარელი მასწავლებლების მოძებნა გადაწყვიტეს, ასე რომ ეს ნამდვილად სამაგალითო ინიციატივა გამოდგა" - წერს ადგილობრივი ამერიკული გამოცემა