რესტორნის მეპატრონე გაჭირვებულ უცნობს გულთბილი წერილით გამოეხმაურა

როდესაც ოკლაჰომას სენდვიჩების მაღაზიის მეპატრონემ აღმოაჩინა, რომ მისი სასადილოს ბუნკერიდან მიუსაფარ ადამიანს საჭმლის ნარჩენები მიჰქონდა, გადაწყვიტა უცნობს წერილით გამოხმაურებოდა:

"მას, ვინც სადილს ჩვენი რესტორნის ბუნკერში ეძებს,

თქვენ გაცილებით მეტს იმსახურებთ, ვიდრე სანაგვიდან აღებულ საჭმლის ნარჩენებს. გთხოვთ შემდეგში მობრძანდეთ სასადილოში, სადაც შეკითხვების გარეშე გაგიმასპინძლდებით ახალი ბოსტნეულით და ჭიქა წყლით.

თქვენი მეგობარი, მაღაზიის მეპატრონე"

P.B. James-ის მფლობელი ეშლი ჯირონის თქმით, წინა საღამოს საჭმლის ნარჩენების გადაგდებული ყუთები ბუნკერის გვერდით ამოცარიელებული შენიშნა.

"სამწუხაროდ მე არ დამინახავს ეს პიროვნება და არ მქონდა მასთან გამოლაპარაკების და სასადილოში მოპატიჟების საშუალება, ამიტომ ვიფიქრე, რომ წერილის გამოქვეყნებით შევძლებდით მის პოვნას. თითოეული ჩვენგანი ყოფილა მდგომარეობაში, როცა დახმარება სჭირდებოდა. ხანდახან უბრალო არაქისის კარაქის და მურაბის სენდვიჩი რამდენიმე თბილ სიტყვასთან ერთად, ძალიან ბევრს ნიშნავს." - ასე განმარტა ეშლიმ თავის ქმედება ჟურნალისტებთან საუბრისას.