უცხოეთში წასული პატრონი საკუთარი ძაღლის გამო საქართველოში დაბრუნდა

ნიკოს დღეს უბედნიერესი დილა გაუთენდა.

როდესაც მაკა მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა, წლის და შვიდი თვის პიტბული მამამთილს დაუტოვა. მარტო დარჩენილმა ნიკომ ძალიან განიცადა მეგობრის გარეშე, მოიწყინა, მოსვენება დაკარგა...

ნერვიულობის ნიადაგზე ძაღლმა ახალი პატრონი დაკბინა, რის შემდეგაც მეურვეებმა ძაღლი თამაზ ელიზბარშვილის თავშესაფარში გადაიყვანეს. ნიკომ თავშესაფარში ერთი კვირა გაატარა.

როდესაც მაკა ხიჯაკაძემ შვილივით საყვარელი ძაღლის მდგომარეობის შესახებ გაიგო, ბევრი ფიქრის გარეშე დაბრუნდა საქართველოში და მეგობარს მიაკითხა.

"რა გამაჩერებდა, როცა ჩემი საბრალო ნიკო ასეთ დღეში მეგულებოდა. სამი წლით ვიყავი წასული, მაგრამ ერთ კვირაში დავბრუნდი. ჯოჯოხეთი გავიარე... ნიკოს რომ რამე შემთხვეოდა, თავს არ ვაპატიებდი... ის ჩემს გარეშე ვერ ძლებს, ახლა, ისევ ერთად ვართ და მოვიფიქრებთ რამეს. მთავარია, რომ ჩემი ბიჭი უვნებელი დამხვდა. მადლობა თქვენ, რომ შეიფარეთ'' - უთხრა მაკამ თავშესაფრის თანამშრომლებს.

ნიკო თავის ერთგულ პატრონთან ერთად სახლში დაბრუნდა.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის Facebook-ის ოფიციალური გვერდი.