ქართველმა მოჭიდავემ ესპანეთის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა მოჭიდავემ, გია მაღრაძემ სამბოს სტილით ბრძოლაში, ესპანეთის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის Club De Lucha Olímpica-ს წევრია. მისმა გუნდმა ტურნირში საერთო ჯამში 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.

იმის გამო, რომ ქართველ მოჭიდავეს ჯერ-ჯერობით ესპანური პასპორტი არ აქვს, წელს მისთვის გამონაკლისი დაუშვეს, რათა მას ჩემპიონატში მონაწილეობა მიეღო. თუმცა ოფიციალური საბუთის მიღების შემდეგ, სპორტსმენი ევროპისა და მსოფლიო ტურნირებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.