ვაზისუბანში მაშველებმა საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტები გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვაზისუბანში, საცხოვრებელი სახლის საჰაერო მილში ჩავარდნილი ორი კნუტი გადაარჩინეს.

ერთ-ერთი მაცხოვრებლის და ინიციატორის ინფორმაციით, კნუტები მილში რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ჩავარდნილები და მოსახლეობა მათ ამოყვანას ვერ ახერხებდა. 

სამაშველო ოპერაციის შედეგად, კი ორივე კნუტი უვნებლად გადარჩა.

ისინი მოხალისე მაცხოვრებელთან იმყოფებიან.