პატრონის მოსანახულებლად ძაღლი სახლიდან გაიპარა და საავადმყოფომდე 20 კვარტალი დამოუკიდებლად გაიარა

ჯანმრთელობის და ავადმყოფობის დროს... ზოგი შინაური ცხოველი არასდროს ტოვებს თავის პატრონს.

10 წლის ჯუჯა შნაუცერი სისი ერთ–ერთი მათგანია. მისი მეპატრონე, ნენსი ფრენკი, ახლახანს გაკეთებული კიბოს ოპერაციის შემდგომ საავადმყოფოში რეაბილიტაციას გადის. სისი  მის მოსანახულებლად სახლიდან გაიპარა და პატრონს 20 კვარტალის გავლის შემდეგ მიაგნო. 

საავადმყოფოში დამონჟებულმა უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს, როგორ შედის ძაღლი სენსორებიან კარებში. შენობაში შესვლის შემდეგ იქაურობას ათვალიერებს, იატაკს ყნოსავს და მერე თავდაჯერებული მიჰყვება კვალს.  

"დავინახეთ, რომ მიმღებში ძაღლი მირბოდა," ამბობს საავადმყოფოს უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომელი სამანტა კონრადი. სისის საყელურის დათვალიერების მერე პატრონს დაურეკეს. ზარის შემდეგ ნენსის მეუღლემ, დეილმა შვებით ამოისუნთქა – აღმოჩნდა, რომ მას ძაღლი სეირნობიდან გაექცა და მას რამდენიმე საათი უშედეგოდ ეძებდა.

ფრენკების ოჯახის თქმით, მათ სისი არასდროს წაუყვანიათ საავადმყოფოში და წარმოდგენა არა აქვთ, როგორ მიაგნო ძაღლმა პატრონს.

სამწუხაროდ, სისის საავადმყოფოში  დარჩენის ნება არ დართეს, თუმცა, ცოტა ხნით პატრონის ნახვის უფლება მაინც მისცეს. 

ნენსი ამბობს, რომ  ერთგულ ძაღლთან შეხვედრა მას მორალურად ძალიან დაეხმარა.