გერგეტის სამება The Telegraph-ის ყველაზე ლამაზი ეკლესიების სიაში მოხვდა

ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ს ტურიზმისთვის ცალკე გამოყოფილი, საკმაოდ პოპულარული სექცია აქვს. მოგზაურებისთვის ისინი ყოველდღე იმ ღირშესანიშნაობების თუ ქალაქების სიას აქვეყნებენ, რომლებიც უნიკალურებად ითვლება და ტურისტებმა აუცილებლად უნდა ნახონ. 

ქართული ქალაქები და ისტორიული ძეგლები მათ სიაში არც თუ ისე იშვიათად ხვდება.

ამჯერად გამოცემამ, გამოქვეყნა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ეკლესიების სია, რომელშიც გერგეტის სამება მოხვდა.

"ყაზბეგის მთის ძირში, მწვანესა და თეთრში ჩაფლული კავკასიის მთები გერგეთის სამებას გასაოცარს ხდის. მე-14 საუკუნით დათარიღებულ ეკლესიას აქვს ცალკე მდგომი სამრეკლო, რომელსაც სანავიგაციო დანიშნულება აქვს. ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში ღვთისმსახურება გაუქმებული იყო, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კვლავ აღდგა", - მითითებული აქვს ტელეგრაფს.

რამდენიმე დღის წინ, გამოცემამ უძველეს ევროპულ ქალაქებს შორის დაასახელა ქუთაისი და მცხეთა.