ჯარისკაცმა მოულოდნელი დაბრუნებით ჰოკეის თამაშზე მყოფი მშობლები გაახარა

გასულ კვირას, არიზონაში მიმდინარე ჰოკეის მატჩი განსაკუთრებული სენტიმენტალურობით გამოირჩეოდა.

მას შემდეგ რაც, ბურთის პირველი გაგორების რიტუალის შესასრულებლად ადგილობრივი ჰოკეის ერთგული გულშემატკივრები, ურმანების ოჯახი იხმეს, დარბაზში მათი ჯარისკაცი შვილი გამოჩნდა.

დენ ურმანი ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ჯარისკაცია, რომელიც ამჟამად ერაყში მსახურობს. ამის გამო ის ძალიან იშვიათად ახერხებს სახლში დაბრუნებას. თუმცა როგორც თავად მოგვიანებით ინტერვიუში აღნიშნა, ამჯერად მისი დაბრუნება საკმაოდ პომპეზური გამოდგა.