საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოსნია დაამარცხა

თურქეთში მიმდინარე ჰოკეის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის შეჯიბრის ფარგლებში, ყინული ჰოკეის ქართულმა ნაკრებმა ბოსნიის ნაკრები ანგარიშით 4-1 დაამარცხა.

საქართველო გასული წლიდან იღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ყინულის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ეს პირველი შემთხვევაა 1962 წლის ზამთრის სპარტაკიადის შემდეგ, როდესაც, ჰოკეის ქართული ნაკრები საერთაშორისო დონეზე ასპარეზობს.  

ჩემპიონატი 12 აპრილს დასრულდება. მესამე დივიზიონის შეჯიბრში საქართელოსთან ერთად ასპარეზობენ თურქეთის, ჩრდილოეთ კორეის, ლუქსემბურგის, ჰონგ-კონგის, ბოსნია-ჰერცოგოვინას და გაერთიანებული საემიროების ნაკრები გუნდები.