ქართული ლიტერატურის თარგმანების პირველი ელექტრონული ბაზა შეიქმნება


ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმანებისა და მთარგმნებელების შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით გახდება შესაძლებელი. ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმი დღეს საქართველოს პარლამენტრის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გააფორმა.

თარგმანების პირველი სრულყოფილი ელექტრონული ბაზა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნება. მასში თავმოყრილი იქნება სხვადასხვა დროს ნათარგმნი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები და მთარგმნელების შესახებ ინფორმაცია.

ბაზის მოქნილი საძიებო სისტემა და სრულყოფილი ინფორმაცია ვებ-გვერდის საშუალებით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღსანიშნავია, რომ ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციისთვის ამ ბაზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ქართველი ასევე უცხოელი გამომცემლებისთვის, ლიტერატურული აგენტებისთვის და მთარგმნელებისთვის. 

ბაზა სრულყოფილ სახეს მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღებს და ის მუდმივად განახლებადი იქნება