ქართველი სოპრანოს დებიუტი ევროპის საოპერო სცენაზე

ქართული ოპერის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი სოპრანოს ევროპული დებიუტი ჯუზეპე ვერდის "ტრავიატაში", გერმანიაში, ჰამბურგის საოპერო სცენაზე შედგა.

ნინო მაჩაიძემ ცნობილი ოპერის მთავარი გმირის, გზასაცდენილი ქალბატონის, ვიოლეტას პარტია შეასრულა.

ოპერას განმეორებით ევროპელი მაყურებელი 8 აპრილსაც იხილავს.

აღსანიშნავია, რომ ვიოლეტას როლი ქართველმა სოპრანომ პირველად გასულ წელს, ლოს-ანჯელესის ოპერის სცენაზე მოირგო. ამერიკის საოპერო კომპანიამ კი ახალი სეზონიდან ოპერის ხელახალი წარდგენა უკვე დააანონსა.

წყარო: agenda.ge