მამა, რომელმაც უსინათლო შვილს სააღდგომო დღესასწაული გაუხალისა

ბომბის მექანიზმებზე მომუშავე მამამ, გადაწყვიტა საკუთარი გამოცდილება ქალიშვილის გასახალისებლად გამოეყენებინა. 

მისი ოთხი წლის უსინათლო ქალიშვილი განსაკუთრებით ელოდება დღესასწაულებს, რაც მამისთვის ამ დღის გასალამაზებელი სხვადასხვა ხერხების ძიების კიდევ ერთი მიზეზია. ამიტომ დევიდ ჰიჩმა პატარა პლასტიკურ სააღდგომო კვერცხებში სპეციალური მოწყობილობა დაამონტაჟა, რომელიც ხმას გამოსცემს და გოგონას მის პოვნას უადვილებს.

„ჩემი გოგონას საყვარელი ფრაზაა, „ჩემით გავაკეთებ“. ალბათ ეს პროცესი ყველა ბავშვს განსაკუთრებით სიამოვნებს, ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ მხრივ, ჩემი გოგოც არ იყოს გამონაკლისი. ვინ ელექტრომოწყობილობებში ოდნავ მაინც ერკვევა, მიხვდება რომ ამის შექმნა, ძალიან ადვილია“

სათამაშო მოედანზე შეკრებილი უსინათლო ბავშვებისთვის სააღდგომო კვერცხების შეგროვება დევიდის მეშვეობით განსაკუთრებით სასიამოვნო მოვლენად იქცა.