თანამშრომლებმა ოფისი წებოვანი ქაღალდების მეშვეობით გადააკეთეს

ყოველდღიურად ერთსა და იმავე ოფისში მუშაობა ზოგისთვის დამღლელი, ზოგისათვის კი სტრესის მომტანი კიდევ ერთი მიზეზია. სწორედ ამიტომ, სამუშაოს გარემოს გამოსაცოცხლებლად კრეატიული დეპარტამენტის მუშაკმა, ბენ ბრაკერმა, გადაწყვიტა ოფისი პატარა წებოვანი ქაღალდებისგან შემდგარი სუპერგმირების გამოსახულებით გამოეცოცხლებინა.

"ერთ დღეს მივხვდი, რომ ოფისის სტერილური და სუფთა გარემოსგან ძალიან დაღლილი ვიყავი. პირველი რაც თავში მომივიდა, იყო ის, რომ ჩვენ სუპერგმირები გვჭირდებოდა. ასე შეიქმნა იდეა, ოფისი სწორედ მათი გამოსახულებებით გამოგვეცოცხლებინა. ჩემს უფროსს ველაპარაკე და მისგან სრული მხარდაჭერა მივიღე. რამდენიმე თვეში სხვა შენობაში ვაპირებთ გადასვლას, ამიტომ მთხოვა რაიმე რადიკალურ საშუალება არ გამომეყენებინა, წებოვანი ქაღალდები კი საუკეთესო ვარიანტი გამოდგა"

დაახლოებით 9 ათასი სხვადასხვა ფერის წებოვანი სტიკერის კედელზე მიმაგრებას ერთი დღე და მთელი ოფისის თანამშრომლების ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა შედეგით კმაყოფილი განყოფილება ირწმუნება, რომ ამის შემდეგ მათი სამსახურეობრივი პროდუქტიულობა უფრო გაიზრდება.