ახალი, უსადენო კედლის დამტენი USB მოწყობილობებისთვის

თუ თქვენ ერთზე მეტ დივაისს იყენებთ, მაშინ კარგად გეცოდინებათ როგორი გამაღიზიანებელია მთელს სახლში გაბნეული დამტენები. გარდა იმისა, რომ უმრავლესობა მათგანი ხშირ შემთხვევაში მოუხერხებელია და გარკვეული რაოდენობის სივრცეს იკავებს, რაღაც პერიოდის მერე თითქმის ყველა მათგანი ფუჭდება და გამოუსადეგარი ხდება. 

ახალმა ინოვაციურმა გამოგონებამ შესაძლოა ამ პრობლემისგან სამუდამოდ გიხსნათ. SnapPower დამტენი, პირდაპირ კედლის შტეფსელის როზეტზეა ჩამონტაჟებული და მისი საშუალებით ნებისმიერ USB დამტენის მქონე მოწყობილობას პირდაპირ როზეტში შეერთებით დატენით. 

SnapPower-ის დამტენი კედლის როზეტის ძირშია განთავსებული და ცენტრალურ შესაერთებლებს არ ბლოკავს, რაც იმას ნიშნავს, რომ როზეტის გამოყენებას ჩვეულებრივად შეძლებთ. მას მხოლოდ USB პორტი ექნება დამატებული. იდეა საკმაოდ მარტივი და პრაქტიკულია. 

"ახალი შტეფსელის როზეტი იმდენად შეუმჩნეველია, რომ მის არსებობას ვერც კი იგრძნობთ" - განმარტა SnapPower-ის დამაარსებელმა შონ უოტკინსმა. "ჩვენ გვინდოდა ყოველდღიური ნივთი გადაგვექცია ადვილად გამოსაყენებელ და ხელმისაწვდომ პროდუქტად, რომელიც მომხმარებლებს ცხოვრებას გაუმარტივებს".

დამტენის დამონტაჟება საკმაოდ ადვილია. თავდაპირველად, თქვენივე უსაფრთხოებისთვის გამორთეთ ელექტროენერგია მთელს სახლში. შემდეგ მოხსენით ძველი შტეფსელის როზეტი და SnapPower დამტენი დაამაგრეთ. თქვენ არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი როგორ მიუერთოთ დამტენი ელექტროენერგიის წყაროს. SnapPower ისეა კონსტრუირებული, რომ პირდაპირ როზეტიდან იღებს საჭირო ენერგიას. 

მართალია კედელში ჩამონტაჟებული USB პორტის მქონე დამტენების იდეა ახალი არ არის, მაგრამ SnapPower ამ კუთხით გაცილებით უფრო მარტივი გამოსაყენებელია. 

ახალი დამტენი ბაზარზე ოფიციალურად 15 მაისს გამოვა და მისი შეძება 16 დოლარად შეგეძლებათ.