ფოტოები, რომლებიც აუტიზმის მშვენიერ, უცნობ მხარეს დაგანახებთ

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცნობილმა გამოცემებმა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს თხოვეს მათთვის გაეგზავნათ ფოტო და ერთ წინადადებით აეხსნათ რას ნიშნავს მათთვის აუტიზმი.

ფოტოებისა და მშობლების განმარტებების ნახვის შემდეგ, აუტიზმის აღქმა მართლაც იცვლება.

"ჩვენთვის აუტიზმი ის მოულოდნელი მოგზაურობაა, რომელშიც სულაც არ აპირებდი გამგზავრებას. როცა ხვდები, რეალური სილამაზე წარმოდგენილთან შედარებით არაფერია" 

 

"ჩვენთვის აუტიზმი გახდა შესაძლებლობა სამყაროსთვის სხვა თვალით შეგვეხედა"

"შეუძლებელია ახსნა როგორ იცის მან სამი წლის ასაკში კითხვა, როდესაც ეს არავის უსწავლებია. რატომ ტირის, როცა მზე ამოდის, ან რატომ არ უყვარს როდესაც მისი უფრო ძმა ხმამაღლა ლაპარაკობს, თუმცა მისი სილამაზე, სწორედ ამ განსაკუთრებულობაშია" 

"ჩვენი გოგონა დაუნის სინდრომითაა დაავადებული და ამავე დროს აუტისტია. ეს მთელი გამოცანაა. იყო აუტისტი, ნიშნავს იყო უნიკალური, სხვებისგან განსხვავებული" 

"აუტიზმი ნიშნავს სიამოვნება მიიღო თითეული მოულოდნელობისგან"

"აუტიზმი ნიშნავს, რომ შენ შვილს შეუძლია გმირი იყოს"

"ჩვენთვის აუტიზმი მოთმინება და თანაზიარობის განცდაა. მისი თითოეული ღიმილის ლოდინი"

"აუტიზმი ნიშნავს გაათვიცნობიერო რომ ყოველთვის შეიძლება არ უნდოდეს შენთან ყოფნა, შენი ჩახუტება. ეს დამოუკიდებლობაა"

"აუტიზმი ჩვენთვის მოულოდნელი სიურპრიზებია. ამოუხსნელი გამოცანა, რატომ შეიძლება არ უყვარდეს ბავშვები მას, მაგრამ გიჟდებოდეს თავის ძმაზე" 

"აუტიზმი გეხმარება გაათვიცნობიერო რომ შენ ვიღაცასთან სამუდამოდ ხარ დაკავშირებული. შეიძლება მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.პასუხისმგებლობაა, რომელიც გაიძულებს მას ხელი არასდროს გაუშვა"