საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური აშენდება

საქართველო ემზადება გამოიყენოს არსებული პოტენციალი და ქარის პირველი ელექტროსადგური ააშენოს. 

20 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა აღმოსავლეთ საქართველოში, გორთან ახლოს, მომავალი წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. 

25 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის, მთავრობის მიერ დაარსებული სააქციო საზოგადოებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მეშვეობით ხორციელდება. 

ტურბინების შეძენაზე ტენდერი ოქტომბერ-ნოემბერში გამოცხადდება, მას შემდეგ კი რაც ტურბინები საქართველოში შემოვა, მშენებლობა დაიწყება. 

"ჩვენ დავაკვირდებით ელექტროსადგურის თავდაპირველ მუშაობას, შემდეგ კი ტურბინების რაოდენობის გაზრდაზე დავიწყებთ ფიქრს"-  განაცხადა ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერმა.

ელექტროსადგურზე გამომუშავებული ენერგიით  სისტემის მთელი ქსელი მომარაგდება და ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, რომლის საშუალო წლიური რაოდენობა 4 მილიარდ კილოვატ საათამდე არის შეფასებული. ქარის ენერგეკიტული პოტენციალის მიხედვით, საქართველოს ტერიტორია დაყოფილია მაღალ, საშუალო და დაბალ სიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წელიწადში 2.5 მ/წმ-დან 9.0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კი, წელიწადში 4000-5000 საათს შეადგენს.