პოლიციელი ქურდს შვილისთვის საჭმლის ყიდვაში ეხმარება

სუპერმენს მოსასხამო აქვს, ადამიან ობობას ქსელი, ჯასტინ რობის კი... ბავშვის საჭმელი. 

რობი ლონდონის, კენტაკი პოლიციიის დეპარტამენტის ოფიცერია, რომელიც შაბათს, 17 იანვარს, მაღაზიაში ქურდობის ფაქტზე გამოიძახეს. პოლიციელმა გადაწყვიტა ეჭვმიტანილი არ დაეკავებინა. ამის ნაცვლად, ჯასტინი მას დაეხმარა.

ადგილობრივი გამოცემის, Sentinel-Echo–ს ინფორმაციით, მამაკაცს ბრალად ედებოდა ერთადერთი რამის, ბავშვის საჭმლის მოპარვა, რომელიც 6 თვის შვილის გამოსაკვებად სჭირდებოდა.

შემამსუბუქებელი გარემოების გამო მაღაზიამ გადაწყვიტა სარჩელი არ შეეტანა. პოლიციელმაც უარი თქვა ქურდობის ფაქტზე საქმის აღძრვაზე. 

"მისი სასამართლოსთვის გადაცემა ვერაფერს უშველიდა," უთხრა რობიმ მედია საშუალებებს. "მას იმდენად ცოტა ფული ჰქონდა, რომ ბავშვს საჭმელი ვერ უყიდა. სასამართლოს წინაშე წარდგენა მას ჩვილისთვის საკვების შოვნაში ვერ დაეხმარებოდა.:

ხელბორკილების დადების ნაცვლად, მან მარტოხელა მამას ჩვილის საკვების რამდენიმე ქილა უყიდა, რამაც ეს უკანასკნელი გააოგნა. პოლიციელი ამბობს, რომ დიდი არაფერი გაუკეთებია: "მეც მყავს შვილი. ხომ მენდომებოდა, რომ ჩემს შვილსაც დახმარებოდნენ საჭიროების შემთხვევაში?"

"ჩვენ არ ვართ რობოტები. უნიფორმის მიღმა მეც ადამიანი ვარ. მეც მყავს პატარა ბიჭუნა. მამა ვარ, როგორც ის მამაკაცი სუპერმარკეტიდან,"  დასძენს პოლიციელი.