დაბრუნდით 16 წლით უკან Amazon.com-ზე

16 წლის წინ ჩვენთან Amazon.com მხოლოდ რამდენიმე რჩეულს თუ ჰქონდა გაგონილი, მაგრამ ამერიკელი მომხმარებლებისთვის კომპანიამ ნოსტალგიური სიურპრიზი მოამზადა.

კომპანიების საპირველაპრილო ხუმრობების ფერხულში ონლაინ-შოპინგის გიგანტი ჩაერთო და დღეს, მის მთავარ გვერდზე შესვლისას, მომხმარებელი ნახავს საიტს იმ დიზაინით, როგორსაც ის 1999 წელს იყენებდა.

პირველ აპრილს მთელი მსოფლიოს კომპანიები აანონსებენ სახუმარო პროდუქტებსა და სერვისებს. იხილეთ სხვა ამბები Goodnews.ge-ს საპირველაპრილო კატეგორიაში.