„ნაპოვნი ნივთების ხელოვნება“ - 29 ოქტომბერს თბილისში ვიგენ ვართანოვის ნამუშევრების გამოფენა იხსნება

29 ოქტომბერს iArt Gallery-ში თბილისში ვიგენ ვართანოვის უნიკალური ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, სახელად „ნაპოვნი ნივთების ხელოვნება“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 60 კოლაჟი და ასამბლაჟი, რომელიც აღნიშნული გამოფენისათვის შეირჩა და შესრულებულია ავტორის 50 წლიანი შემოქმედებითი საქმიანობის განმავლობაში. ვიგენ ვართანოვს სიცოცხლეში თავისი ნამუშევრები არასდროს გამოუქვეყნებია.

მისი შემოქმედება მხატვრის ოჯახმა საზოგადოებას ვიგენ ვართანოვის სიკვდილის შემდეგწარუდგინა. გამოფენა 2017 წლის 06 ნოემბრამდე გაგრძელდება.