მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები გერმანულ ენაზე გამოიცა

ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში  ლიტერატურული საღამოზე მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების გერმანულ ენაზე გამოცემული კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. მოთხრობები გერმანულ ენაზე ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის ითარგმნა.

საღამოს  გამომცემლობის ხელმძღვანელი, დეტლეფ შტაინი უძღვებოდა.  კერბულის წარდგენაში ასევე მონაწილეობდნენ მთარგმნელები  შტეფი ხოტივარი-იუნგერი და არჩილ ხოტივარი.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ გერმანული კულტურული წრეების წარმომადგენლები, ასევე გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. წიგნის პრემიერის შემდეგ საელჩოში სტუმრებისთვის გაიმართა მიღება.

მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები გამომცემლობა "ანთეამ", წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოსცა.