ბოტიჩელის „ვენერა“ უკვე საქართველოშია

მეთხუთმეტე-მეთექსვმეტე საუკუნეებში მოღვაწე იტალიერი ფერმწერის სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ ორიგინალი უკვე საქართველოშია. ნამუშევრის ინსტალაცია ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში 3 ოქტომბერს დასრულდა.

5 ოქტომბრიდან ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მუზეუმში სტუმრობა და გამოფენის „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე“ დათვალიერება.

გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სადაც ვენერას გარდა, კარავაჯოს სინათლესაც იხილავთ.

გალერეა მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00-დან 20:00 საათამდე.

შესასვლელი ბილეთის საფასური:

  • მოზრდილი - 7 ლარი;
  • სტუდენტი - 1 ლარი;
  • სკოლის მოსწავლე - 50 თეთრი;
  • პენსიონერი - 50 თეთრი;
  • ბავშვი 6 წლამდე - უფასო;

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

ICOM-ის წევრებისთვის, „Culture card“ ბარათების მფლობელთათვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.