მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო

დღეს, 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე Green Card-ის გათამაშებაში მონაწილეებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება და 7 ნოემბერს დასრულდება.

გათამაშებაზე რეგისტრაცია მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა შესაძლებელი. საკონსულო გათამაშებაში მონაწილეობის მსურველთათვის რიგ რეკომენდაციებს ავრცელებს.

რეგისტრაციის დასრულებისას მნიშვნელოვანია აპლიკანტმა შეინახოს დასტურის ნომერი, რომელიც გამოჩნდება აპლიკაციის ვებ-გვერდზე. აღნიშნული ნომრის გამოყენებით მონაწილე მომავალში სტატუსს გადაამოწმებს.

საქართველოში ამერიკის საელჩომ მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით დაინტერესებული მოქალაქეების კითხვებს 4 ოქტომერს, 16:00 საათიდან ფეისბუკის გვერდზე უპასუხებს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ On.ge-ს სტატია: ყველაფერი, რაც მწვანე ბარათის (Green Card) ლატარიის შესახებ უნდა იცოდეთ.