საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატების შემდეგ, ქართველ მოჭადრაკეს უმაღლეს წოდებას მიანიჭებენ

ცოტა ხნის წინ ინგლისში საერთაშორისო საჭდრაკო ტურნირი დასრულდა, სადაც მესამე დიდოსტატობის ნორმა ქართველმა ნინო ბაციაშვილმა შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან რეიტინგს გადააჭრბა და ფიდეს კონგრესზე მას ჭადრაკში უმაღლეს, გროსმაისტერიზ წოდებას მიანიჭებენ

ნინო საქართველოს ისტორიაში რიგით მეხუთე ქალია რომელსაც დიდოსტატობის წოდება მიენიჭა. აქამდე ეს ტიტული ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძესა და ბელა ხოტენაშვილს ჰქონდათ. 

აღნიშნულ ტურნირში ნინოს მეტოქეების უმრავლესობა მსოფლიოს წამყვანი მამაკაცი მოჭადრაკეები იყვნენ.