კატას, რომელსაც ორი ფეხი აქვს, მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონი გამოუჩნდა

მარენი გერმანელი კატების მოყვარულია, რომელიც უპატრონო ცხოველებზე ზრუნავს და ხშირად მათი გამოკვებაც უწევს. ერთხელ, თავისი საყვარელი საქმიანობის დროს, შენიშნა კატა, რომელსაც მხოლოდ წინა თათები ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა საკმაოდ სწრაფად და მოხერხებულად დარბოდა.

მარენი კატის სისწრაფემ და გარემოში ადაპტაციის უნარმა განცვიფრებული დატოვა. მიუხედავა იმისა, რომ კატა გადაადგილებისას, წინა ფეხებს საკმაოდ მოხერხებულად იყენებდა და კარგადაც მანევრირებდა, მარენმა ჩათვალა, რომ ქუჩაში ყოფნა კატის სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნიდა.

ამის შემდეგ მარენი კიდევ რამდენჯერმე გადააწყდა კნუტს, ის გრძნობდა რომ მათ შორის განსაკუთრებული კავშირი დამყარდა და მალევე მოახერხა მისი ნდობის მოპოვება. ასე მოხვდა კნუტი ახალ სახლში, სადაც მოსიყვარულე და მზრუნველი პატრონი, ყოველთვის მის გვერდით არის.