მზიურში დაზიანებული კარიბჭე აღდგენილია

მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა მზიურის შესასველი ფარდა კიდევ ერთხელ აღადგინა. მტრედების მოპარვის მიზნით, კარიბჭე რამდენიმე თვის წინ დააზიანეს.

"იმედი გვაქვს, რომ ეს ვანდალური ამბავი უკანასკნელი შემთხვევა იქნება მზიურისთვის და ამ ძეგლებს აღარასდროს დააზიანებენ" - წერს ახალი მზიური ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 29 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, მზიურში ბავშვებითსვის და დიდებისთვის 2009 წლის ფილმის, ჰაჩიკოს, ჩვენება გაიმართება.