მამამ თავის ორ გოგოს მსოფლიოში ყველაზე საოცარი სათამაშო სახლი ეზოში აუშენა

მიჩიგანელმა მამამ თავის ორ პატარა გოგოს ნამდვილი საოცნებო სათამაშო სახლი აუშენა და მისი ფოტოების ნახვის შემდეგ, შეიძლება იქ საცხოვრებლად გადასვლა ჩვენსავით მოგინდეთ.

"ეს სახლი ჩემს შვილებს ავუშენე, შემიძლია იგივე სხვა ოჯახებისთვისაც გავაკეთო" - წერს ბოიდი ფეისბუკზე, რომელიც სამშენებლო კომპანია ATB Buildinhg-ის დირექტორია.

მის პოსტს უკვე თითქმის 50 ათასი შეარი აქვს. საოცნებო სათამაშო სახლის ავტორის თქმით, ის ამხელა გამოხმაურებას არ ელოდა:

"მინდოდა ჩემი შვილებისთვის რამე ისეთი გამეკეთებინა, რითიც ისინი იამაყებდნენ და ერთ დღეს თავის მეგობრებს ეტყოდნენ, რომ მათმა მამამ ეს მათთვის ააშენა".

ბოიდის უფროსი შვილი ავერი 5 წლისაა, ხოლო უმცროსი, ვიოლეტი - სამის.