გადარჩენის რა შანსები გაქვს, თუ ვეშაპი ცოცხლად გადაგყლაპავს?

ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა იუთუბერმა, Meet Arnold-მა, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იდეა შემოგვთავაზა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გადავრჩეთ, თუ გაგვიმართლებს და ვეშაპი ცოცხლად  გადაგვყლაპავს.

პირველ რიგში აუცილებელია მანათობელი თევზის პოვნა და სწორ ადგილას გადანაცვლება. თუ ამას გავაკეთებთ, მერე შეიძლება ვეშაპმა ზემოთაც ამოგვტყორცნოს. თუმცა გადასარჩენად, აუცილებელია, რომ მის  მუცელში პაპა კარლოც იყოს და პინოქიოს ნაწილებით ცეცხლი ჰქონდეს გაჩაღებული. ამ შემთხვევაში ვეშაპი დაამცხიკებს და წყლის ზედაპირზე აღმოვჩნდებით.

მეთოდის შემოწმებას ნამდვილად არ გირჩევდით, თუმცა თუ გაინტერესებთ რას იზამს არნოლდი, უბრალოდ მის მორიგ მხირულ ვიდეოს დაელოდეთ.