ქორწილის ფულით ქალი უსახლკაროებს გაუმასპინძლდა

ინდიანას შტატში მცხოვრებმა 25 წლის სარა კამინსმა ქორწილი გააუქმა და ამის ნაცვლად უსახლკაროებს გაუმასპინძლდა

ქორწილი, რომელზეც სარა მთელი ცხოვრება ოცნებობდა და მის გადასახდელად $30 ათასიც შეეგროვა, მოულოდნელად ჩაიშალა, ამის მიზეზი კი  საქმროსთან დაშორება გახდა.

სარამ სტუმრები ჩაშლილი ქორწილის შესახებ გააფრთხილა, მათ ნაცვლად კი რესტორანში წვეულება 200-მდე უსახლკარო ადამიანისთვის გამართა.

"თითქოს საქმროსთან დაშორების შემდეგ ცუდად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ სიმართლე გითხრათ ასე არ არის, თავს კარგად ვგრძნობ და ამ ხალხის აქ ყოფნა კიდევ უფრო მაბედნიერებს", - ამბობს სარა.