საუდის არაბეთში Skype-ს, WhatsApp-სა და სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციებს ბლოკი მოხსნეს

საუდის არაბეთის მოქალაქეებისთვის ცხოვრების ხარისხი ბევრად უფრო გაიზრდება, რადგან ქვეყანაში ონლაინ საკომუნიკაციო სერვისებს ერთწლიანი აკრძალვა მოეხსნა.

ქვეყანაში შეზღუდული იყო Skype-ის, WhatsApp-ის, Snapchat-ისა და სხვა სერვისების გამოყენება. ბლოკის ახსნის შესახებ არაბეთის სატელეკომუნიკაციო უწყებამ ტვიტერზე განაცხადა.

შეზღუდვის მოხსნა საუდის არაბეთის ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა. ნავთობზე ფასი ეცემა და ქვეყანა შემოსავლის მოძიების ახალ გზებს ინტერნეტით ეძებს.

შეგახსენებთ, რომ აპლიკაცია Sarahah, არაბმა პროგრამისტმა შექმნა და ის აგვისტოში Apple App Store-სა და Google Play Store-ს ყველაზე ხშირად გადმოწერილი ონლაინ აპლიკაცია გახდა.

წყარო: The Verge