გეი წყვილიმა დაამტკიცა, რომ მათი სიყვარული დროებითი არ იყო

ნიკ კარდელომ და მისმა პარტნიორმა, კურტ ენგლიშმა ერთმანეთი 25 წლის წინ გაიცნეს, დაახლოვდნენ და ერთმანეთი შეუყვარდათ.

მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ კი 2008 წელს დაქორწინდნენ და ფლორიდაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

კურტ ენგლიში იხსენებს, რომ მას და მის შეყვარებულს გამუდმებით უმეორედნენ, თითქოს მათი სიყვარული დროებითია და აუცილებლად გაივლიდა.

სწორედ ამის საპირისპირო დაამტკიცა წყვილმა, რომელმაც გეი პრაიდზე 25 წლის წინანდელი ფოტო გააცოცხლა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ ჩვენი ფოტოების გაზიარება სხვებისთვის, როცა ერთმანეთს ვკოცნით, როცა ერთმანეთზე ხელი გვაქვს ჩაკიდებული და ვეხუტებით. ჩვენი სიყვარული არასდროს ყოფილა დროებითი, ეს ყველაზე ამაღელვებელი და ზღაპრული რამ არის რაც ცხოვრებაში გადამხდენია", - ამბობს ნიკ კარდელო.