ვიდეო: ბრმა კატა თავის საყვარელ პიანისტს მოსმენისას ეხუტება

თურქ პიანისტს, რომელსაც ქუჩაში მყოფი უსახლკარო კატები შინ მიჰყავს, საუკეთესო მსმენელი ჰყავს. სარპერ დუმანის სახლში სულ ცხრა კატა ცხოვრობს, რომლებსაც მუსიკის მოსმენა ძალიან უყვართ.

თუმცა დუმანს მხოლოდ საკუთარი კატები არ უსმენენ. ცოტა ხნის წინ მას ფანმა ვიდეო გამოუგზავნა, სადაც ჩანს, რომ როდესაც ბრმა კატა მის მუსიკას მობილურში უსმენს, მას ეხუტება.

პიანისტის თქმით, ის სახლში ყოველ საღამოს პიანინოზე უკრავს, კატები კი მის გარშემო გროვდებიან და ზოგი პიანინოზე, ზოგი კი მის კალთაში იძინებს.