ქარიშხალ ირმას დროს მილიონერმა საკუთარ სახლში 70 უსახლკარო ბავშვი შეიფარა

ქარიშხალმა ირმამ აშშ-ის სამხრეთის შტატები თითქმის მთლიანად დატბორა და ქვეყანას რამდენიმე მილიარდის ზარალი მიაყენა. ქარიშხლის დროს, ფლორიდის ერთ-ერთ თავშესაფარში განგაშის სიგნალი გაისმა, იქ მცხოვრები 70 უსახლკარო ბავშვი სპეციალურად შექმნილ ბუნკერში ჩაიკეტა სადაც ხუთი დღე გაატარეს, თუმცა შემდეგ აღმოაჩინეს, რომ თავშესაფარი, რომელშიც აქამდე ცხოვრობდნენ მთლიანად განადგურდა. 

მარკ ბილმა, მილიონერმა, რომელსაც კუნძულზე საკუთარი სახლი ჰქონდა, გადაწყვიტა, რომ ბავშვები შეეფარებინა. 

"ქარიშხლის გადავლის შემდეგ, მესიჯი მომივიდა, რომ ბავშვებს შველა სჭირდებოდათ, მე შემეძლო მათი დახმარება და რატომაც არა?! ეს უნდა გამეკეთებინა. ბავშვებს ქუჩაში არ დავტოვებდი", - თქვა მარკმა. 

ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი ხანი დარჩებიან ბავშვები ბიზნესმენის სახლში, თუმცა როგორც პრესა წერს, ისინი იქ მშვენიერ დროს ატარებენ. 

"აუზი, საბავშვო მოედანი და კინოთეატრი, ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ აქ კარგად იგრძნონ თავი", - ყვება მარკ ბილი.