ვიდეო: ექიმებმა ქარიშხალ ირმას დროს საავადმყოფოში მყოფ გოგოს დაბადების დღე გადაუხადეს

ყველა გმირი მოსასხამს არ ატარებს, ზოგ მათგანს უბრალოდ პირბადე უკეთია.

როცა ქარიშხალმა ირმამ ფლორიდას გადაუარა, 3 წლის გოგო საავადმყოფოში დედასთან ერთად მარტო დარჩა, ოჯახის სხვა წევრებისა და მეგობრების გარეშე.

ვილოუ სტაინს 8 სექტემბერს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, 2 დღეში კი ის 3 წლის ხდებოდა. სწორედ ეს დღე აირჩია ქარიშხალმა ირმამაც ფლორიდაზე თავდასასხმელად. პატარა გოგოს მეგობრები და ნათესავები მისი დაბადების დღისთვის საავადმყოფოში მისვლას ვერ ახერხებდნენ, საგანგებო მდგომარეობის გამო.

ექთნებმა გადაწყვიტეს მისი დაბადების დღე თვითონ მოეწყოთ და საჩუქრებად საავადმყოფოსთვის შეწირული სათამაშოები გამოიყენეს.

"ყოველთვის მინდოდა ეს მქონოდა!", შესძახა ვილოუმ, როდესაც დედოფალი ელზას სათამაშო მიიღო.

წყარო: Yahoo