მეცნიერებმა მეოთხე სახეობის, ნატურალურად ვარდისფერი შოკოლადი შექმნეს

ტკბილეულობის მოყვარულებისთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს - თეთრი შოკოლადის შექმნიდან 80 წლის შემდეგ, მეცნიერებმა პირველად შექმნეს ახალი სახეობის შოკოლადი.

როგორც სტატიის სურათიდან ხვდებით, შოკოლადი ვარდისფერი იქნება, თუმცა მის ფერს ქიმიური დანამატები არ განაპირობებენ.

Ruby Chocolate იმ შოკოლადის ვარდისფერი მარცვლებისგან მზადდება, რომელიც ამ ფერის პიგმენტებს ატარებს.

როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ვარდისფერ შოკოლადს ხილის გემო აქვს და ცოტა მჟავეა. ციურიხში მდებარე კომპანია, Barry Callebaut, მის შექმნას 13 წლის განმავლობაში ცდილობდა.

შოკოლადი ჩვენამდე უახლოეს მომავალში მოაღწევს, მანამდე კი ვიმედოვნოთ, რომ ის ისეთივე გემრიელი იქნება, როგორც გამოიყურება.

წყარო: IFLScience