JOBS.On.ge - დასაქმების ახალი პორტალი, სადაც შესაძლოა საოცნებო სამსახური იპოვოთ

დასაქმების ახალი პორტალი JOBS.On.ge - კიდევ ერთი სიახლეა On.ge-ს გუნდისგან, რომელიც დღეს, 15 სექტემბერს, გაეშვა. JOBS.On.ge-ზე აღმოაჩენთ ვაკანსიებს, ტრენინგებს, საგრანტო კონკურსებს და სასარგებლო სტატიებს.

თუ ახალ სამსახურს ეძებთ, უკვე შეგიძლიათ გადახედოთ მიმდინარე ვაკანსიებს და სასურველი აირჩიოთ, ან დაელოდოთ თქვენთვის უფრო საინტერესო შეთავაზებას და ერთ დღეს საოცნებო სამსახურიც იპოვოთ. შეგიძლიათ ვაკანსიები ელფოსტითაც გამოიწეროთ. JOBS.On.ge-ს უკვე ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ამასთან ერთად, JOBS.On.ge-ზე განთავსებული განცხადებები ავტომატურად იწყებენ როტაციას On.ge-ს საიტების ქსელში. ყოველი ახალი ამბის და გასართობი სტატიის წაკითხვისას, ან მართვის მოწმობის ტესტით ვარჯიშისას, დღეში 30 ათასზე მეტი ადამიანი ხედავს ახალ ვაკანსიებს JOBS.On.ge-დან.

უკვე მესამე წელია, რაც On.ge ქართული ონლაინ-მედიის ხარისხის სტანდარტს ქმნის.