ბორჯომის ტყის აღსადგენად საქართველოში აშშ-ის ტყის სერვისების გუნდი ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ტყის სერვისების გუნდი 8 დღიანი ხანძრით დაზიანებული ბორჯომის ტყის აღდეგნაში დასახმარებლად საქართველოში ჩამოვიდა.

"მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით ამერიკელი ექსპერტები საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ბორჯომის ხანძრის შედეგად დაზიანებული ნიადაგის აღდგენაზე იმუშავებენ. ესპერტები შეაფასებენ ზიანს და გაწერენ რეაბილიტაციის გეგმას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნიადაგის ეროზია, მეწყერი და ღვარცოფი და ტყის ხელახალი ზრდისთვის შენარჩუნდეს ნიადაგი" - წერს საქართველოში აშშ-ს საელჩო ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, რომ ხანძრის განმავლობაში ამერიკის საელჩომ ქართველ მეხანძრეებს 500 წყვილი ფეხსაცმელი აჩუქა