ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ყველაზე იღბლიანი მოდელი 10 დღის წინ კაფეში მუშაობდა

უამრავი მოდელს წარმატების მისაღწევად წინასწარ შემუშავებული გეგმა, სწორად წარმართული პიარ-კამპანია, დაფინანსება, ცნობილი ოჯახი და თვეების განმავლობაში მზადება სჭირდება. ამ მხრივ ტეხასელ რემინგტონ უილიამსს ნამდვილად გაუმართლა. მან კარიერა რეკორდულ დროში აიწყო.

ჯერ კიდევ 10 დღის წინ, ის ოსტინში მექსიკურ რესტორანში მუშაობდა. მომავალი მოდის ვარსკვლავი ჭურჭლის რეცხვის დროს აღმოაჩინეს. უილიამსმა  გადაწყვიტა ახალი შანსი მიეღო და ნიუ-იორკში DNA-ის სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა. სწორედ ამ სააგენტომ გაუკვალა გზა ისეთ მოდელებს, როგორებიც არიან ლინდა ევანგელისტა და ნატალია ვოდიანოვა.

წითური ახალგაზრდისთვის ცხოვრება წამიერად შეიცვალა. მოულოდნელად მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს ისეთმა სამოდელო სახლებმა, როგორიცაა კელვინ კლაინი და მარკ ჯეკობსი. 

"პოდიუმზე გამოსვლამდე რაფ საიმონსმა [კელვინ კლაინის კრეატიული დირექტორი] რამდენიმე გაკვეთილი პირადად ჩამიტარა, მას ნებისმიერი სხვა მოდელის აყვანა შეეძლო, მაგრამ მას ჩემი სჯეროდა და დრო დამითმო, რომ მის შოუზე მე გამოვსულიყავი" - ამბობს ის Vogue-სთან საუბრისას.

უილიამსი მოდელების საერთო საცხოვრებელში გატარებულ დროსაც იხსენებს:

"ყველა გოგო ისე უჭერდა ერთმანეთს მხარს და ისე უნდოდათ ერთმანეთის წარმატება, ეს მამხნევებდა. როდესაც კელვინ კლაინის შოუზე გამოვედი, ჩემს ოთახში მცხოვრები გოგოები ცოცხლად მიყურებდნენ და მთელი გზის განმავლობაში შეძახილებით მამხნევებდნენ. არ მეგონა, თუ ასე მალე შევიძენდი მეგობრებს, მაგრამ ეს ის ურთიერთობებია, რომლებიც მთელი ცხოვრება გაგრძელდება".

რემინგტონი რამდენიმე დღის წინ ტეხასში, მექსიკურ რესტორანში.